19:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 12:46:25, 360 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო

ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ცესკოში დალუქული უნდა იყოს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, “ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ხდებოდა“.

“ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკოში. დაწყებული ვერიფიკაციის აპარატის მუშაობით, გაგრძელებული ჩატვირთული სიებით, ამის შემდგომ უკვე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებით და ასევე, პლანშეტებში მიმდინარე ნაკადების გადამოწმებით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება არ მიიტაცოს და არ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მინიმუმ 12%, რაც “ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ წაართვეს, ამ გაყალბების გზით რომ არ წაერთმიათ, მაშინ დღეს ხელისუფლებაში ოპოზიცია იქნებოდა. ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება ხდებოდა სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით. დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც გააკეთებს სრულფასოვან აუდიტს, ტექნოლოგიურს და დოკუმენტურს ცესკოში არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა“,- აღნიშნა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics