23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 19:27:12, 420 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მოქალაქეებს - უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „უკვე მოვიგეთო“ - ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ!

უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “უკვე მოვიგეთო“ - ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ეთერით მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, „როგორც ევროპელი და ღირსეული ქართველი“, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება.

„მინდა, ადამიანებს ვუთხრა, ვინც რაღაცნაირად შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად და არაევროპულად აცხადებენ, რომ „უკვე მოვიგეთო“; აცხადებენ, რომ „რაღაცა სცენას გავმართავთო“ და აცხადებენ თუ არ აცხადებენ, მაგრამ გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენზე და პასუხი რა არის?! თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და დალოდება შედეგებისთვის.

მე არ ვაპირებ, რომ აქ რამე სცენა გავმართო; არ ვაპირებ, რომ წინმსწრებად რამე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები, როგორც ევროპელი, როგორც ქართველი და როგორც ღირსეული ქართველი, შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ შედეგებს, როცა დრო მოვა. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ. დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics