02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 14:02:01, 319 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საუკუნის ტყუილს, რაც ქართული კანონის რუსულად წარმოჩინებას გულისხმობდა, წერტილი დაუსვა“.

როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსეთში მოქმედ კანონში და საზოგადოებამ დაინახა, რომ „არც ერთი ეს პუნქტი, ქართულ კანონში არ გვხვდება“. 

„საერთო ჯამში, ჩვენ გვქონდა ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია  - რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის. ამას რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics