17:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 11:05:01, 432 ნახვა

მსოფლიო
მედია - ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა რუსეთის გვარდიის სატვირთო მანქანა დაცხრილეს

რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოს რაიონის სოფელ პეტროპავლოვსკაიაში უცნობმა პირებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

როგორც მედია ჩეჩენი ოპოზიციონერების, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ მოძრაობა NIYSO-ზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის შედეგად 3 რუსი სამხედრო თანამშრომელი დაიღუპა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სამთავრობო „ტელეგრამ-არხმა“ Mash-მა.

Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული "ურალის" სატვირთო მანქანა ეკუთვნის ურუს-მარტანში განლაგებულ რუსეთის გვარდიის 46-ე ცალკეულ ოპერატიულ ბრიგადას.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მათ დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics