|
2024-10-23 11:46:01, 307 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სისტემური რეგისტრაციის პროექტით კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება
თბილისის მთავრობის დღევანდელი განკარგულებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, მოქალაქეებს კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დაურეგისტრიროს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეგისტრაცია შეეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს. "თბილისის მერია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს. წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს პროექტი შეეხო 5 464 სარეგისტრაციო განაცხადს და მოიცავდა სისტემური რეგისტრაციის ხუთ არეალს. დღევანდელი განკარგულებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, განახორციელოს რეგისტრაცია კიდევ 4 021 სარეგისტრაციო განაცხადზე, რომელიც ეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს. ამ ორი განკარგულებით, რეესტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს რეგისტრაცია, ჯამში, 9 485 სარეგისტრაციო განაცხადზე",- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მიულოცა ყველა იმ ოჯახს, ვისი განაცხადიც უკვე დაკმაყოფილდა და აღნიშნა, რომ პროექტი წლის ბოლომდე თბილისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე არეალში დასრულდება. "მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი თბილისში ხორციელდება, 2023 წლის ივნისში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ეხება შემდეგ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელზეც, დაახლოებით, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება, თბილისის მერია უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4,264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს",- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)