22:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 14:07:24, 434 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიურ პაციენტებსა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, მკურნალობის უწყვეტობისა და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ კომპონენტებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათ შორის საუბარი შეეხო მედიკამენტების დეფიციტების საკითხს.

მინისტრის განცხადებით, პაციენტთა ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოს პრიორიტეტია. შესაბამისად, სამინისტრო, ყველა მხარესთან თანამშრომლობით შეეცდება ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

"აღსანიშნავია, რომ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ონკოლოგიურ პაციენტებს შორის პერმანენტულად იმართება და თანამშრომლობის ეს ფორმატი სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ აღნიშნული პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ეფექტურ გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე და სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. ასევე - პაციენტთა ორგანიზაციების „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ჰოუფის წარმომადგენლები",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics