|
2024-10-17 13:19:55, 445 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა - ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე
ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი და განვითარება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ამავე დროს გვაქვს დაბალი ინფლაცია - ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და ჯანსაღია. „ეს შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, აქვს ეროვნულ ბანკს. ვფიქრობ, რომ ეს არის ობიექტური მაჩვენებელი, მათ შორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მუშაობის",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)