|
2024-10-09 17:19:52, 338 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად
დღეს ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში, შევხვდი ჩვენი გუნდის წევრებს, თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი იტყვით თავის ღირსეულ სიტყვას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კახეთში ვიზიტის მთავარი მიზანია, პირადად გაეცნოს შტაბების მუშაობას, ვინაიდან საჭიროა ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება მაღალი შედეგის მისაღებად. ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს ირჩევს, შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, რომ „ოპოზიცია გაკოტრებულია და იგი კიდევ ერთხელ დამარცხდება 26 ოქტომბერს". „ჩემი ჩამოსვლის მიზანი და მიზეზი სწორედ ის არის, რომ პირადად გავეცნო ჩვენი შტაბების მუშაობას. რა თქმა უნდა, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი მომხრეების, მხარდამჭერების იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაიდოს ყველა რეგიონში. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ არავითარი შანსი, პერსპექტივა ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას არ აქვს ამ არჩევნებში, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სამართლიან , თავისუფალ გარემოში, ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგების მიღწევა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)