|
2016-02-23 16:46:07, 683 ნახვა
სამართალი
კახა კოჟორიძის შეფასებით, იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს სასწრაფო და ძირეული რეფორმები სჭირდება. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს მოსამართლის, სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში. ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული, სწორი გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ძირეული რეფორმირება ამ ორგანოს. ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს. მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას - მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს. მათ მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის კრიტერიუმები დაარღვიეს და იმედი გვაქვს, რომ როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს ვეღარ დააღვევენ. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას რა წესითაც გუშინ მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება. მე არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი რომ ყველა მათგანი, რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო“ - აღნიშნა კოჟორიძემ.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)