06:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-22 18:31:21, 427 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის სამხედროებმა ქალაქ რამალაში ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისი დახურეს

ისრაელის სამხედრო ძალის წარმომადგენლები ქალაქ რამალაში, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, ისრაელის სამხედროებმა ტელევიზიის თანამშრომლებს ბიუროს დახურვისა და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტის მოთხოვნით ორდერი გადასცეს.

როგორც Al Jazeera-ს პალენსტინის ბიუროს დირექტორმა, ვალიდ ალ-ომარიმ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის ბრძანება თანამშრომლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ მთავრობა ამაზე მსჯელობდა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს სამხედრო ადმინისტრაციას არხის დახურვას სთხოვდა. ჩვენ უბრალოდ არ ველოდით, რომ ეს დღეს მოხდებოდა", - განაცხადა Al Jazeera-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნიდა იბრაჰიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics