07:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 17:23:48, 440 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით, 1 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით, 1 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ემილია-რომანიას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ირინე პრიოლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრიოლოს განცხადებით, რეგიონში 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში წვიმდა, რის გამოც, რამდენიმე პროვინციაში სკოლები დაიხურა და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

ქალაქ ლუგოში, რავენას მახლობლად, ხელისუფლებამ ყველა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც მდინარე სენიომ ნაპირები გადმოლახა.

"ჩვენ სრულ საგანგებო მდგომარეობაში ვართ... ღონისძიება ძალიან ჰგავს იმას, რაც გასულ მაისში გვქონდა",- განაცხადა რავენას მერმა, მიქელე დე პასკელმა.

წყალდიდობამ და ღვარცოფმა მარშისა და ტოსკანას რეგიონებიც დააზარალა.

ეროვნულმა სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ემილია-რომანიაში, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით, 500-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics