16:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 15:23:33, 431 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა

ვფიქრობ, საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა და ალბათ ეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ. თავისუფლება მოვა კანონის უზენაესობის განმტკიცებით უპირველესყოვლისა, სასამართლო სისტემის თაობაზე როდესაც შედგება საზოგაგოდებაში კონსენსუსი, რომ ეს არის ის სისტემა, რომელსაც უნდა ვენდოთ, როდესაც სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა, როდესაც ადამიანის ყველა თავისუფლება იქნება მაქსიმალურად დაცული, შემდეგ იქნება ალბათ უფრო მაღალი თავისუფლების განცდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული წინ ამ საკითხში, მაგრამ ჩვენ არ ვართ იდეალურები. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმაოდ თავისუფალი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics