2024-09-03 15:16:05, 449 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ
დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა "საქართველოს რკინიგზის" 2 თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
"მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
"საქართველოს რკინიგზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,