16:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 13:47:19, 417 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი თოფაძეზე: მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის

გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას „რესპუბლიკელები“ პასუხობენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ გოგი თოფაძის მომავალს ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში ვერ ხედავს. ბერძენიშვილის თქმით, თოფაძემ ყველა ზღვარს გადააჭარბა.

„მე მას არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას პოლიტიკაში საერთოდ. მე პირადად, ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გოგი თოფაძემ ლევან ბერძენიშვილი მურვან ყრუს შეადარა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები კოალიციას დიდ ზიანს აყენებენ. ეს განცხადება თოფაძემ გუშინ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics