|
2024-08-22 14:13:33, 381 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცის გამოცდილება
მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში მდებარე "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის როგორიცაა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის, პერსონალური საბანკო მომსახურება, კაფე და შიდა ეზო, მრავალფეროვანი და გამორჩეული კერძებით, ქართული და საერთაშორისო პრემიმუმ ბრენდების კოლექცია, ბიბლიოთეკა, და ასევე, საგამოფენო და ღონისძიებების სივრცეები. • ატრიუმი ატრიუმში შესაძლებელია დაჯავშნოთ როგორც სამუშაო მაგიდა საერთო სივრცეში, ასევე ისარგებლოთ ინდივიდუალური შეხვედრების ოთახით. • საერთო სამუშაო სივრცე და შეხვედრების ოთახები სამუშაო სივრცე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობისთვის. "თიბისი კონცეპტის" მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ დაჯავშნონ თვეში ოთხი ვიზიტი სამუშაო სივრცესა და შეხვედრის ოთახებში. ყველა დამატებით ვიზიტზე, კი "თიბისი კონცეპტის" ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. • კაფე და შიდა ეზო აქ სტუმრებს დახვდება მრავალფეროვანი განახლებული მენიუ, რომელიც შექმნილია All day dining-ის კონცეფციით, რომელიც უამრავ საინტერესო კერძს სთავაზობს. კაფეში "თიბისი კონცეპტის" ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 15% უკან დაუბრუნდებათ. • საგამოფენო სივრცეები "თიბისი კონცეპტის" სივრცე მუდმივად მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ქმნის გამდიდრებულ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჩაეფლონ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, ისეთი ექსპონატებით, რომლებიც აჩვენებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრებს, ყოველთვის არის რაღაც ახალი და შთამაგონებელი შესასწავლად. ამჟამად 15 სექტემბრის ჩათვლით, ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, „იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?” • კოლექცია კოლექცია მოიცავს ქართული და საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის საკოლექციო ნივთების ფართო არჩევანს. კოლექციაში "თიბისი კონცეპტის" ბარათით გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე, თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ. • ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკის სივრცეში აღმოაჩენთ თქვენს ინტერესის სფეროზე მორგებულ არაერთ წიგნს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით. "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მოერგოს მომხმარებლის ინტერესებსა და ღირებულებებს, შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო როგორც სამუშაო, ასევე, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა. მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)