07:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 11:50:32, 496 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ლიპეცკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იტყობინება, პარალელურად, 4 დასახლებიდან - კოპცევი-ხუტორიდან, ფედოროვკიდან, იაკოვლევკიდან და ტინკოვკიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუაციას სულ  416 ოჯახი დაექვემდებარა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის დაცემის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა, რის გამოც ელექტრომომარაგება შეზღუდული იყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics