02:41 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 13:27:55, 538 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ბუგეულის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე ბუგეულის ქუჩაზე გამგეობამ სანიაღვრე სისტემის კაპიტალური სამუშაოები დაასრულა.

მათივე ცნობით, გამოიცვალა 400 დმ. 150 მეტრის სიგრძის მილი, დამონტაჟდა ჭები, ცხაურები და გვერდმიმღებები. საგზაო სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად მოწესრიგდება სავალი ნაწილი და ტროტუარები.

“ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ბუგეულის ქუჩის მოსახლეობა წლებია ელოდნენ სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მინდა მათ მივულოცო, რომ ეს საქმე უკვე აქტიურ ფაზაშია და ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ გარემოში შეძლებს ცხოვრებას“, - განაცხადა  ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics