08:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 17:24:28, 518 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთმა ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მაკგოვერნს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ამერიკელ კანონმდებელს, ჯიმ მაკგოვერნს ქვეყნის საქმეებში ჩარევის, აქტივების გაყინვისა და ტრანზაქციების განხორციელების აკრძალვის მოტივით, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მაკგოვერნი ბოლო წლებში "ხშირად ერეოდა" ჩინეთის შიდა საქმეებში, რაც "ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს".

“სანქციები, რომელიც 31 ივლისიდან ამოქმედდება, ანგარიშების გაყინვას, ჩინეთში ტრანზაქციების აკრძალვას და ასევე, მაკგოვერნისა და მისი ოჯახისთვის სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics