|
2024-07-31 15:55:03, 483 ნახვა
მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი - ირანი მოვალეობად მიიჩნევს, ჰანიეს მკვლელობისთვის შური იძიოს
ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, რადგან ის ირანის მიწაზე მოკლეს,- ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. როგორც ხამენეიმ აღნიშნა, "ჰანიეს მკვლელობამ მკაცრი სასჯელისთვის გზა გახსნა". "თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსენით თქვენი მკაცრი სასჯელისთვის. ირანისა და პალესტინის ორ ამაყ ერს შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას გაუყვება უფრო მტკიცედ, ვიდრე როდესმე",- თქვა ხამენიემ. ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)