11:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 15:16:34, 386 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში კიდევ ერთი პარკი მოეწყობა

სამგორის რაიონში, ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, აბაშვილის ქ. N3-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკი 12 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება.

“ვფიქრობთ, აღნიშნული პარკი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია.  პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, ფანჩატურების,  სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მლნ ლარია, პარკის მოეწყობის სამუშაოები კი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics