21:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 10:31:42, 453 ნახვა

სამართალი
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და შიდა ქართლში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ტერიტორიაზე, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარედ განთავსებული იყო თხმელის (მურყანის) სახეობის 4 ერთეული დაუფინიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მეურნეობაში გამოვლენილი არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) დალუქეს.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics