12:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 16:30:53, 499 ნახვა

საზოგადოება
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა თავდაპირველად "ფეისბუქ-გვერდმა" "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა.

"ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი სოფელ დიდ ლილოსთან დღეს ჩავარდა. ამ გზით ყოველდღე ლილის ნაგავსაყრელზე 1 300-1 500 ტონა ნაგავი შედის. სავარაუდოდ, ხიდმა ვეღარ გაუძლო დატვირთვას და შედეგიც სახეზეა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა",- ნათქვამია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამაც. 

"ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო, საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის",- აღნიშნულია მერიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics