15:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 14:59:28, 455 ნახვა

მსოფლიო
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების მიზანია, რომ გააძლიეროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს.

"ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მზარდ ელემენტს წარმოადგენს. 

„ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ველოდებით სომხეთის მომავალ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics