15:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 09:38:41, 435 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას.

როგორც ბლინკენი X-ზე წერს, "ცხოვრების სიამაყედ რჩება", რომ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში იმუშავა.

„იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ ვიმუშავე პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში. მან აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“,- წერს  ბლინკენი.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics