16:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 14:05:34, 626 ნახვა

მსოფლიო
ომანის დედაქალაქში, მეჩეთთან სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც მედია წერს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა გახდა სროლის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

„ომანის სამეფო პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება ინციდენტზე, რომლის დროსაც რაიონ ალ-ვადი ალ-ქაბირში მდებარე მეჩეთთან სროლა მოხდა“, - აცხადებენ ქალაქის პოლიციაში.

მომხდარს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და ომანში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შემთხვევის ადგილს მოერიდონ.

„აშშ-ის მოქალაქეები უნდა იყვნენ ფხიზლად, თვალ-ყური ადევნონ ადგილობრივ ამბებს და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები“, - წერს აშშ-ის საელჩო X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics