18:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 16:27:06, 497 ნახვა

საზოგადოება
ბაგების დასახლებაში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერმა ადგილზე, მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

“არსებული სიტუაცია დიდ პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ არის სკოლა, უნივერსიტეტი, ტრანსპორტის ძალიან დიდი ნაკადი გადაადგილდება, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ, როცა არ არსებობს საპარკინგე სისტემა, ელემენტარულად, გადაადგილება ჭირდა, ავტომანქანები გასაჩერებლად იყენებდნენ გზის სავალ ნაწილს, არ არსებობდა ტროტუარები.

დაახლოებით, ოთხი მეტრით გაფართოვდება გზა, მოეწყობა ტროტუარები და გამოიყოფა საპარკინგე ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გზის უსაფრთხოების მიზნით, ფერდზე 240 მეტრის საყრდენი კედლის მშენებლობა ხორციელდება.

სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარით  დაფინანსდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics