13:49 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 17:24:22, 788 ნახვა

ომი უკრაინაში
ლანდსბერგისი - პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატოს სამიტს სალამს უგზავნის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.

მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატოს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რამე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები",- წერს ლანდსბერგისი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს. ქალაქის რამდენიმე რაიონთან ერთად, ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტიც" დაიბომბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics