2024-07-08 17:16:56, 532 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინა და პოლონეთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.
როგორც მედია წერს, ქვეყნებმა ასევე, პირობა დადეს, რომ "მჭიდროდ ითანამშრომლონ უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის საქმეში".
შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 2 დეკემბერს, საბჭოთა კავშირისგან უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებიდან ბოლოა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, 2023 წლის ივლისში დადებული პირობის საფუძველზე, ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 8 ივლისს ესტუმრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,