00:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 15:03:04, 348 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს. ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლს და მიმდებარე ტერიტორიას რეგულარულად ვასუფთავებთ, მაინც დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას და აქ მოსულ სტუმრებს, შევინარჩუნოთ სისუფთავე, გავუფრთხილდეთ რეკრეაციულ სივრცეებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მოვათავსოთ მხოლოდ კონტეინერებში. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.

გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად: 1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი; 5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი; 10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics