12:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 16:33:34, 344 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, გამოვეხმაუროთ "ტელეკომპანია  პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თითქოს, ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოქალაქე  მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ წარმოადგინა სამგზავრო დოკუმენტი ვინაობის დადგენის მიზნით, მოხდა აღნიშნული პიროვნების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადაყვანა.

ასევე, მოქალაქეობის დადგენის მიზნით, უკრაინის საკონსულოში გაგზავნილი იქნა წერილი, საიდანაც საპასუხოდ გამოგზავნილი იქნა ნოტა, რომლის მიხედვით დადასტურდა რ.ს. - ს უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც საგამონაკლისო წესით, მიმდინარე წლის 31 მაისს შემოშვებული იქნა საქართველოში. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ რ.ს. არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მესაზღვრეებმა  რ.ს.-ზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ.ს. საქართველოში 31 მაისს შემოვიდა, თუმცა მას ამ დრომდე, რაიმე სახის ძალადობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე, განვმარტავთ, რომ, ტელეკომპანიას, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის არ მოუმართავს",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics