12:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 14:14:19, 374 ნახვა

საზოგადოება
ქარქაშაძე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის აეროპორტიდან EURO 2024 ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა

დღეიდან, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების ქომაგების პირველი ნაკადი გაფრინდა. 

პირველი რეისი ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია HI SKY-ის კუთვნილი ბორტით შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან განხორციელდა, რომელიც  დიუსელდორფში საქართველოს 250 მოქალაქეს  ჩაიყვანს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. 

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში EURO 2024-ზე პირველი ქართველი გულშემატკივრების გამგზავრების პროცესს დილიდან ვუწევთ მონიტორინგს. ჯამში ჩვენ 5300-მდე ბილეთი გავყიდეთ, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაესწრონ ისტორიულ საფეხბურთო მატჩებს. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა ჩვენ ზედამხედველობას გავუწევთ ყველა ფრენას, რომელიც შესრულდება, როგორც საქართველოდან ისე გერმანიიდან თბილისის მიმართულებით. ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან იმისთვის, რომ მგზავრებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, ფრენები შესრულდეს უპრობლემოდ და უხარვეზოდ",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან და პირიქით, გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჯამში 17 სუბსიდირებული ჩარტერული და რეგულარული რეისი შესრულდება.

საქართველოდან გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და სხვა სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად თან უნდა იქონიონ საქართველოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. 

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics