05:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 19:51:53, 461 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - პუტინმა მხოლოდ „აგრესორის სტანდარტული ნაკრები“ გააჟღერა, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ

პუტინმა მხოლოდ „აგრესორის სტანდარტული ნაკრები“ გააჟღერა, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, არანაირი ახალი „სამშვიდობო შეთავაზებები“ რუსეთის მხრიდან არ არის. 

„მისი შინაარსი საკმაოდ კონკრეტულია, უაღრესად შეურაცხმყოფელი საერთაშორისო სამართლისთვის და აბსოლუტურად მჭევრმეტყველურად მეტყველებს რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უუნარობაზე, ადეკვატურად შეაფასოს რეალობა. პუნქტობრივად რუსეთის წინადადება ასე გამოიყურება: 1. მოგვეცით თქვენი ტერიტორიები; 2. უარი თქვით სუვერენიტეტზე და სუბიექტურობაზე; 3. დარჩით დაუცველები, არ გაწევრიანდეთ ალიანსებში; 4. სრულად და დაუყოვნებლივ გააუქმეთ, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, ყველა სანქცია, რათა შევძლოთ ჩვენი მილიტარიზებული ეკონომიკის შევსება და მეტი ინვესტიციის განხორციელება საინფორმაციო პროვოკაციებში მთელ მსოფლიოში; და რაც მთავარია, 5. სასწრაფოდ გამოვასწოროთ რუსეთის მარცხი უკრაინის ხარჯზე“, - წერს მიხაილ პოდოლიაკი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics