13:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 17:40:08, 357 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ CRPD-ის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე ქართული მიდგომები წარადგინა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით ჩატარებულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა – ამ და სხვა საკითხებზე ბუბა ლომუაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელიც ღირსეული დასაქმებისა და შემოსავლის საკითხებს დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის მასშტაბით უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და დანერგილ დასაქმების პოლიტიკაზე.

"აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოიყენება გონივრული მისადაგების პრინციპი, რაც მოიცავს არჩევით სამუშაო ფორმასა და გრაფიკს, ასევე, მათ საჭიროებაზე მორგებულ სამუშაო გარემოს. პირის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული თუ პროგრამული ცვლილებები.

საუბარი შეეხო აგრეთვე პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებსაც სამინისტრო დასაქმებულებს სთავაზობს ტრენინგებისა და სხვა სასწავლო რესურსების სახით.

ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის დანერგვის მნიშვნელობას და შიდა სპორტული ღონისძიებების გარკვეული სახეობების მისაწვდომობასა და ინკლუზიურობას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის.

მრგვალი მაგიდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიის ფარგლებში ჩატარდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics