01:19 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 16:20:51, 639 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას  დაესწრო.

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „რელიგიის საკითხთა სააგენტოს“ ანგარიშში  შთამბეჭდავი ციფრები იყო წარმოდგენილი. 

„მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ სააგენტო ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, ის არის მედიატორი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის.  არ გამართლდა არაკეთილმოსურნეთა წინასწარი შეფასებები, თითქოს სახელმწიფო ცდილობს კონტროლის განხორციელებას რელიგიებზე. პირიქით, ეს არის შექმნილი იმისთვის, რომ დაეხმაროს რელიგიებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ძალიან ძნელია რომ ცალ-ცალკე ეძებო თვითმმართველობებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში პრობლემების გადაწყვეტა და სააგენტო ეხმარება მათ ამ კომუნიკაციაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics