01:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 15:16:53, 593 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკის სათაო ოფისში გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა

თიბისი ბანკის  სათაო ოფისში  აშშ-ს საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" ფარგლებში   გაიმართა საჯარო დისკუსია  გადახდისუუნარობის  რეფორმის შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე  მიხეილ სარჯველაძემ,  ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის  დირექტორმა  კავკასიის, მოლდოვასა და  ბელორუსიისთვის ბრუნო ბალვანერამ,  საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციის  სამხრეთ კავკასიის  რეგიონის ხელმძღვანელმა  იან ვან  ბილსენმა, გერმანიის საერთაშორისო  თანამშრომლობის საზოგადოების  პროგრამის  კოორდინატორმა  ტომას  მეიერმა, G4G-ის  პროექტის ხელმძღვანელმა მილო ნსტევანოვიჩმა და გადაწყვეტილების სხვა  მიმღებმა პირებმა.

USAID G4G-ის 2015 წლის დიაგნოსტიკურმა  შეფასებამ  გამოავლინა გადახდისუუნარობის კანონის და სისტემის ხარვეზები, რომლებიც  ასევე თვალნათელია EBRD-ის და მსოფლიო  ბანკის შეფასებებში. გარდა ამისა,  საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის მდგომარეობა  არასახარბიელოდ აისახა  მსოფლიო ბანკის 2016 წლის  კვლევაში ბიზნესის კეთების შესახებ, სადაც  საქართველო  189-დან 101-ე  ადგილზეა გადახდისუუნარობის სისტემის კუთხით, რაც ქვეყნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამჟამად მთავრობა  სისტემის რეფორმის განხორციელებას განიხილავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics