12:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 14:13:10, 344 ნახვა

პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღავნელს შეხვდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღავნელს ბარი ჯექსონს და რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს წამომადგენლობის დირექტორს ანდრეა კირბსს შეხვდა.

უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ირინე იმერლიშვილმა სტუმრებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის როლს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხილვისას, ძირითადი ყურადღება საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას დაეთმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics