04:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 12:50:23, 408 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახური - დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი", ,,თბილისის აეროპორტი", ,,სადახლო-საავტომობილო" და ,,ქუთაისის აეროპორტი", მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა: 311,35 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა: 121.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 090,14 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 41 090,14 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ჯ.ფ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics