10:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 10:09:20, 497 ნახვა

მსოფლიო
მედია - სომხეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]

სომხეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მდინარე დებედას ადიდების გამო, ტავუშის რეგიონში ჩამოიგრა 2 ხიდი და ერთი დაზიანდა, დაინგრა 3 საცხოვრებელი სახლი, დაიტბორა 45 სახლი და 2 სასტუმრო.

„მდინარის ადიდებამ ქალაქი ალავერდი დატბორა, ჩამოინგრა, დაახლოებით, საავტომობილო გზის 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, დაზიანდა 3 ხიდი და 70 სხვადასხვა შენობა-ნაგებობა“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის სხვადასხვა დასახლებიდან, მაშველებისა და სხვა ჩართული ძალების დახმარებით, ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics