09:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 17:37:24, 426 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ბერძენ კოლეგას პანოს კამენოსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი დღეს საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს პანოს კამენოსს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

შეხვედრის დასასრულს პანოს კამენოსმა თინათინ ხიდაშელი საბერძნეთში მიიწვია. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბერძენი კოლეგა 2016 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიპატიჟა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. ბრიუსელში ვიზიტისას თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე შვედ, ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics