20:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 21:38:56, 606 ნახვა

საზოგადოება
ფოთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 მაშველი დაშავდა, 44 ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა

ფოთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 44 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძარი დღის მეორე ნახევარში საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე გაჩნდა. ადგილობრივები თქმით, სხვენში ელექტროენერგიის სადენები აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი დაშავდა.

ფოთის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობაში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო მანქანებს ნახევარი საათი ელოდნენ, რის გამოც ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე გავრცელდა. დაგვიანების ფაქტს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უარყოფენ.

იტალიურ ეზოში ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო 16 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ტერიტორიაზე ელექტროენერგიაც გამორთულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics