|
2024-04-12 18:43:26, 401 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში
ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში და რაც დაადგინა უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი კანონები ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება. "წევრი ქვეყანა იყო უნგრეთი, მას ჰქონდა ეგეთი კანონი მიღებული და ევროკავშირმა დაიწყო მისი გარიცხვის პროცედურა. საქართველო, რომელიც წევრი ქვეყანა არ არის, მას ვინ მიიღებს ევროკავშირში თუ ამგვარი კანონი იქნება?! ხო ცხადია პასუხი. ამიტომ, არჩევანი არის ჩვენზე. ან ვირჩევთ ქართულ ოცნებას და გზას რუსეთისკენ ამ კანონის მეშვებით, ან ვირჩევთ ევროინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, უკეთეს მომავალს, უსაფრთხოებას, ნამდვილ მშვიდობას და არა ქართული ოცნება როგორც აცხადებს, არჩევანი არის ჩვენზე. ამ ხალხს თუ ვტოვებთ თავისი ამგვარი ინიციატივებით, ჩვენ ბედნიერებას ვერ ვიპოვით. როცა ოლაფ შოლცის გვერდით დგას აქართველოს პრემიერმინისტრი და როგორც ველური, ამბობს რომ დასავლეთი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში და ამ კანონს იღებენ თითქოს იმიტომ, რომ ეს აირიდონ თავიდან, ამაზე უფრო უარესს ვერ იზამს ქართველი საერთაშორისო ასპარეზზე, ვერანაირი ქართველი, ვერანაირ თანამდებობაზე მყოფი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)