|
2024-04-12 14:28:10, 408 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი გრიგორიადისზე - „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო - ლაზარე 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე!
"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ "ივანიშვილი მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა". "შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. "ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა (მაქსიმუმ) დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით?მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს",- წერს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტლებით, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)