10:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 10:33:18, 384 ნახვა

სამართალი
კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. 

უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კახეთში გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; შესაბამისად, მასალები საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა პრიორიტეტია; დეპარტამენტი ყოველ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics