13:09 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 17:21:36, 450 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რა არის რუსული კანონპროექტში მითხარით და გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მოუწოდა, დაასახელონ აღნიშნულ კანონპროექტში რა არის რუსული, თუმცა " ერთი კვირაა, ერთი პუნქტიც ვერ დაასახელეს". 

“რა არის რუსული, რომელი პუნქტი ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ.

ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს… რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება",- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ "თუკი, ვინმე კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან".

მდინარაძის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი და თქვა, რომ "მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა - ისინი მზად არიან, კანონპროექტი უკან გაიწვიონ - გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics