|
2024-04-09 21:31:07, 382 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ოხანაშვილი აზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ერთ-ერთი რესპოდენტის, საბა ბრაჭულის კომენტარს, რომელიც “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას აცხადებს, რომ : “საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ამ კანონს: ეს არის რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი” , რაც ოხანაშვილის თქმით, სიცრუეა. სინამდვილეში, “N269 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას” ტერმინ “უცხოურ ხელისუფლებაში” აქცევს- აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, უკრაინას, მოლდოვას, ავსტრალიასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. “ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები! არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს აღარ გამოუვათ, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ!”,- წერს ანრი ოხანაშვილი.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)