|
2024-04-09 10:15:05, 454 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ევროპული გზიდან უკან დახევს
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას - "თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც თქვით, რომ შეშფოთებული ხართ "რუსული კანონით“, მაგრამ ისინი წინ მიიწევენ, რა არის თქვენი პოლიტიკა აქ?“ - მილერმა ასე უპასუხა: "ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ; ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან; პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის გახილვას, რომელიც შეიძლება გადავდგათ... ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, თუმცა რა შეიძლება გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ის წინ წავა, ამის შესახებ დღეს პასუხი არ მაქვს. დაგვაკვირდით“,- განაცხადა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირების შესახებ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საკითხს სამჯერ გამოეხმაურა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)