12:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 13:06:32, 355 ნახვა

საზოგადოება
ნინო ენუქიძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა

აპრილის პირველ კვირას, საქართველოში გეოლოგიის დღის აღნიშვნა სათავეს 1966 წლიდან იღებს.

პროფესიული დღე გეოლოგებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა, მისმა მოადგილეებმა - ნანა ზამთარაძემ და ირაკლი გელაშვილმა მიულოცეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასარგებლო წიაღისეულის განკარგვა წარმოადგენს საამაყო, ღირსეულ და ამავე დროს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს. ამასთან, განუსაზღვრელია უწყებაში დასაქმებული გეოლოგების როლი დარგის განვითარებაში.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მინერალური რესურსები საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებაში.

„2024 წელსაც გავაგრძელებთ მუშაობას სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისა და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიმართულებით. შენარჩუნდება წიაღითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის მზარდი ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების  შექმნასა და ბიუჯეტში  გენერირებული შემოსავლების მოცულობის გაზრდას,"- განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics