|
2024-04-03 12:53:36, 482 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე "მოქალაქეების" წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს ხელახლა წარედგინება. "იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული",- თქვა ელისაშვილმა, რასაც უმრავლესობის მხრიდან პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, ტერმინი - "რუსული კანონი" არ გამოიყენონ. ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ, პაპუაშვილმა ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დროისთვის განახლებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)