19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:05:07, 538 ნახვა

საზოგადოება
საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტის მომსახურებთ ისარგებლებენ

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საჯარო დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში 50-დან 80-მდე ტოტალური უსინათლო პირი ისარგლებლებს. პროექტი „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა/ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლით მომსახურება“, თბილისის მერიამ 14 850 ლარით დააფინანსა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ტოტალურად უსინათლო ადამიანებისთვის, ვინც ვერ სარგებლობს სახელმწიფო სერვისებით, რადგან თბილისის მერიამ 2016 წელს გააგრძელა უსინათლოების გამცილებელ-ასისტენტით უზრუნველყოფის პროექტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შშმ პირისთვის იქმნებოდეს თანაბარი გარემო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობას, არამედ შესაბამისი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რაც შესაძლებელს გახდის ყველა კატეგორიის შშმ პირის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას ჩვენს ქალაქში. ეს პროგრამა შარშან დაიწყო, წელს უფრო გაფართოვდა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 290 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, მთელი წლის განმავლობაში, შშმ პირთა სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics