18:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 15:17:46, 492 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით

რეალობას თვალი გაუსწორეთ! თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით,- ასე მიმართა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ფეხბურთელებმა ბევრი შრომით ევროპულ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ხელისუფლებამაც მათ უნდა მიბაძოს.

"ვერ მიეტმასნებით თქვენი ზედაპირული განცხადებებით მათ დიდ გამარჯვებას. საქმეა ამ  ქვეყანაში საკეთებელი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაჩვენეს ქომაგებმა იმ დღეს ძალიან ცხადად და ნათლად, რომ თქვენ მიიღებთ დამსახურებულ არას და ეს ასპარეზი გადავა იმ ადამიანებს ხელში, რომლებსაც ძალიან კარგად და სრული პასუხისმგებლობით გვესმის ქვეყნის და ერის წინაშე ის უდიდესი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე, ვიზეიმებთ მთელი საქართველოს ძალიან დიდ გამარჯვებას...

ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავისი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქიბუქი, არ დაუწყიათ შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებთ შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აკეთებთ",- თქვა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics